47 წლის კოვიდინფიცირებულმა ქალმა ტყუპები გააჩინა

20.08.21 17:54
47 წლის კოვიდინფიცირებულმა ქალმა ტყუპები გააჩინა

„კლინიკა ბომონდში“ 47 წლის კოვიდდადებითი ქალბატონი ტყუპების დედა გახდა. ქალი შვილს 10 წლის განმავლობაში ელოდა.

აღსანიშნავია, რომ გასული 24 საათის განმავლობაში კლინიკაში 10 ახალშობილი დაიბადა. აქედან 7 ფიზიოლოგიურ, ხოლო 3 კოვიდსამეანო განყოფილებაში გაჩნდა. 

დედებისა და ახალშობილების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.