სამართალდამცველებმა სარფში დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღეს - დაკავებულია 1 პირი

20.08.21 23:36
სამართალდამცველებმა სარფში დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღეს - დაკავებულია 1 პირი

სამართალდაცველებმა სარფში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების "ჰეროინის" შეძენა- შენახვა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული ო.გ., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე, საბაჟო გამშვები პუნქტი ,,სარფის“ ტერიტორიაზე დააკავეს.
სამართალდამცველებმა, ო.გ.-ის მართვის ქვეშ არსებული სატვირთო მიკროავტობუსის შემოწმების შედეგად, აღნიშნული ტრასპორტის სალონში დამალული, ორ შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს,
- ნათქვამია უწყების განცხადებაში.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.