ბოთლი გვესროლა, დანა ჰქონდა ხელში - თბილისში ტრანსგენდერ ქალებს თავს დაესხნენ

21.08.21 01:10
ბოთლი გვესროლა, დანა ჰქონდა ხელში - თბილისში ტრანსგენდერ ქალებს თავს დაესხნენ

თბილისში ტრანსგენდერ ქალებს თავს დაესხნენ. დაზარალებლების ინფორმაციით, მათ სიტყვიერად და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მათი თქმით, თავდასმხმელები უცხო ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ. 

ტრანსგენდერი ქალები ამბობენ, რომ პოლიციამ რეაგირება მხოლოდ სუიციდის მუქარის შემდეგ დაიწყო. ისინი გამოკითხვაზე გვიანობამდე იმყოფებოდნენ.

ვიდექით გოგოები, გადმოვიდა პიროვნება ლურჯ მაიკიანი, დაარტყა ჩემს მეგობარს. ძალიან უცბად მოხდა ყველაფერი, იმიტომ, რომ ვერ მოვახერხეთ რეაგირება ჩვენ და იმ ადგილას ათრია თმებით. ჩვენ რომ მივედით ბოთლი გვესროლა. მერე დამიჭირა იმ პიროვნებამ, დანა ჰქონდა ხელში და მეორემ დაინახა, რომ პატრულის ეკიპაჟი მოდიოდა და იკივლა. პატრულს რეაგირება არ ჰქონდა. დანა გადაადგო, პატრულის თალწინ გადააგდო დანა იმ პიროვნებამ. ტელეფონიც გამიტეხა იმ პიროვნებამ. მაფყრთხა, მაგინა, პატრულის თალწინ, - ამბობს ერთ-ერთი დაზარალებული.

 

მსგავსი სიახლეები