"არ დაკმაყოფილდა შენი შვებულებაო" - მეეზოვე ირაკლი ბაღდავაძე ხელმძღვანელობას ზეწოლაში ადანაშაულებს

21.08.21 02:05
"არ დაკმაყოფილდა შენი შვებულებაო" - მეეზოვე ირაკლი ბაღდავაძე ხელმძღვანელობას ზეწოლაში ადანაშაულებს

კახი კალაძის რეპრესიები გაფიცული თანამშრომლების წინააღმდეგ - მეეზოვე ირაკლი ბაღდავაძე თბილსერვისჯგუფის ხელმძღვანელებს ზეწოლაში ადანაშაულებს. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც უწყებაში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით საუბარი ტელეეთერებით დაიწყო,  მის წინააღმდეგ ზეწოლა გაძლიერდა. ბაღდავაძე ამბობს, რომ სამსახურში ავიწროებენ და სამსახურიდან წასვლის პირობებს უქმნიან, არ აძლევენ კუთვნილ შვებულებასაც.

თავად ბაღდავაძე სამსახურის დატოვებას არ აპირებს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ მას ქუჩური გარჩევებიც კი მოუწყონ და სამართალთან პრობლემები შეუქმნან. 

შვებულება მოვითხოვე, აქ მაქვს მესიჯები რომეო მიქაუტაძესთანაც, გელოვანთან, მეთქი არ გამომიყენია შვებულება, ორი თვის წინ მეკუთვნოდა, თუ შეიძლება რომ გავიდე. დავწერე შვებულება, დამიბარეს 10 საათზე გუშინ, მერე "მთავარ არხზე" ჩაწერაზე რომ ვიყავი, ეთერი რომ დამთავრდა, ეთერში რომ გავიდა, ერთი საათს მერე რატომღაც უცებ მირეკავენ, რომ ხვალ სამსახურში უნდა მივიდე, ვიმუშაო და მერე კახეთის გზატკეცილზე თბილსერვის ჯგუფში, მთავარ სათაო ოფისი რომ ჰქვია, მანდ ვარ დაბარებული. ვეუბნები, ხალხო, კი მაგრამ, შვებულება ხომ მომეცით, არ დაკმაყოფილდა შენი შვებულებაო. ვეუბნები გელოვანს, მე დაზღვეული ვარ, რომ მორიგი რამე არ მიმზადდება, ჩხუბი და აყალმაყალი ჩემი სამსახურში მისვლით? მაძლევ მაგის გარანტიას? ეს ადამიანი მეუბნება, გარანტიას არ გაძლევო, მე რა გითხრა შენ რა მოგივაო იქ რომ მიხვალ სამსახურშიო?, - ამბობს ბაღდავაძე.

ირაკლი ბაღდავაძე ერთ-ერთი იმ მეეზოვეთაგანია, რმლებიც რამდნეიმე კვირის წინ არასათანადო სამუშაო პირობების გამო გაიფიცნენ. დღეს ბაღდავაძე თბილისერვის ჯგუფის მთავარ ოფისშია დაბარებული.  

მსგავსი სიახლეები