ოზურგეთში, ბენზინგასამართ სადგურზე სავარაუდოდ, იარაღი იპოვეს

21.08.21 04:34
ოზურგეთში, ბენზინგასამართ სადგურზე სავარაუდოდ, იარაღი იპოვეს

შემთხვევა ოზურგეთში "ვისოლის" ბენზინგასამართი სადგურზე - ერთ-ერთ მანქანაში მოქალაქემ საეჭვი ნივთი შენიშნა. პირველადი ვერსიით, ეს იარაღი იყო.  ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

მომხდარზე გამოძიება შსს-მ უკვე დაიწყო.