ციციშვილის ბავშვთა კლინიკაში ადგილები არ არის - ბავშვების უმეტესობას დელტა შტამი აქვთ

21.08.21 06:20
ციციშვილის ბავშვთა კლინიკაში ადგილები არ არის - ბავშვების უმეტესობას დელტა შტამი აქვთ

ციციშვილის სახელობის ბავშვთა მიმღებ კლინიკაში ამ დროისათვის არც ერთი თავისუფალი ადგილი არ არის. რეანიმაციის განყოფილების 25 საწოლი მთლიანად ათვისებულია. რეანიმაციაში მყოფი ბავშვების უმეტესობა 1 წლამდე ასაკის არიან და  დელტა შტამით არიან ინფიცირებულები. 

მომართვიანობა გაზრდილია, რა თქმა უნდა. ადგილი არასდროს არ არის, იმიტომ, რომ პერმანენტულად ეწერება პაციენტი, შეიძლება ათ წუთშ ის ადგილები შეივსოს. რეანიმაციაში ამ წუთში არც ერთი ადგილი არ არის, 25 პაციენტი მკურნალობს. რეანიმაციაშ უფრო მეტად წლამდე ასაკის ბავშები წვანან და საჭიროებენ მკურნალობას, თუმცა არიან მოზრდილებიც, რომლებსაც აქვთ სხვა თანხმლები დაავადებები, ზოგს ონკოლოგიური, ზოგს ტრავმა აქვს. უკვე თითქმის 100% ცირკულირებს დელტა შტამი, ბავშვებშ განსაკუთრებით დელტა შტამი გავრცელდა, - აცხადებს ციციშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორი, მაია ჩხაიძე.