ავღანეთში ჩარჩენილი საქართველოს 16 მოქალაქე სამშობლოში გამთენიისას დაბრუნდა

21.08.21 23:11
ავღანეთში ჩარჩენილი საქართველოს 16 მოქალაქე სამშობლოში გამთენიისას დაბრუნდა

საქართველოს 16 მოქალაქე , რომელიც ავღანეთში იმყოფებოდა, საქართველოში გამთენიისას დაბრუნდა. ისინი ბრიტანული ბორტით ჯერ ლონდონში, შემდეგ კი სამშობლოში ჩამოიყვანეს. 

საქართველოს მოქალაქეები ამბობენ, რომ ავღანეთში ამ დრომდე მძიმე ვითარებაა. ავღანეთის ტერიტორიიდან მათი გაყვანა შეთანხმების საფუძველზე მოხდა. 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის ინფორმაციით, ავღანეთში საქართველოს არც ერთი მოქალაქე აღარ იმყოფება.

საქართველოს 22 მოქალაქის ავღანეთიდან ევაკუირება ეტაპობრივად განხორციელდა. 

მსგავსი სიახლეები