დარღვეული კოვიდრეგულაციები ბაზრობებზე - მოვაჭრეებს პირბადეები არ უკეთიათ

22.08.21 01:11
დარღვეული კოვიდრეგულაციები ბაზრობებზე - მოვაჭრეებს პირბადეები არ უკეთიათ

რთული ეპიდვითარების ფონზე, დედაქალაქის ყველაზე დიდ ბაზარში კოვიდრეგულაციებს არ იცავენ.  დეზერტირების ბაზარში ანტისანიტარიაა და პირბადე, ფაქტობრივად, არავის უკეთია. 

ბაზრის მოვაჭრეებს რეგულაციები მხოლოდ მაშინ გაახსენდათ, როცა ვიდეოკამერა დაინახეს. ადგილზე ჟურნალისტების გამოჩენამ ისინი გააღიზიანა. მოვაჭრეები მედიის წარმომადგენლებს ფიზიკური ანგარიშსწორებითაც  დაემუქრნენ. 

"ჩქარა გადით აქედან! მოძალადე ჟურნალისტები ხართ! არ მინდა და არ ვიცავ!"- ყვიროდნენ მოვაჭრეები.