კოვიდრეგულაციების დარღვევის გამო თბილისში ღამის კლუბი დახურეს

22.08.21 01:22
კოვიდრეგულაციების დარღვევის გამო თბილისში ღამის კლუბი დახურეს

კოვიდრეგულაციების დარღვევის გამო თბილისში ღამის კლუბი დახურეს. ადგილზე შრომის ინსპექციის თანამშრომლების გამოჩენას  ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.  კლუბის თანამშრომლები ამბობენ, რომ სახელმწიფომ  ისინი შიმშილისთვის გაიმეტა. 

დღეს დაახლოებით ერთი საათის წინ მოითხოვეს ჩვენი უფროსისი ნომერი მენეჯერისგან. მენეჯერმა უთხრა, რომ ვკითხავ უფროსს, შეიძლება არ სურს თქვენთან გასაუბრება. ამის შემდეგ, ნომერს არ მოგვცემთ და 20 წუთშ მოვალთ და დაგლუქავთო და მართლა ასე გააკეთეს, - ამბობს კლუბის ერთ-ერთი თანამშრომელი.