რუსმა ოკუპანტებმა ხურვალეთში ახალი ბანერი დაამონტაჟეს

22.08.21 04:48
რუსმა ოკუპანტებმა ხურვალეთში ახალი ბანერი დაამონტაჟეს

რუსმა ოკუპანტებმა ხურვალეთში ახალი ბანერი დაამონტაჟეს. ამის შესახებ ინფორმაციას ანტისაოკუპაციო მოძრაობა "ძალა ერთობაშიას" ლიდერი, დავით ქაცარავა, ავრცელებს. ქაცარავა თქმით, რუსული ექსპანსია გრძელდება, თუმცა ხელისუფლების მხრიდან რეაგირება კვლავ არ არის. 

როგორც ცოტა ხნის წინ შეგვატყობინეს ხურვალეთიდან, რუსმა ოკუპანტებმა ახალი ბანერი დაამონტაჟეს საოკუპაციო ხაზის შიგნით საგუშაგოსთან, რომელიც მათ რამდენიმე წლის წინ დადგეს სკოლის მიმდებარედ. რუსული ექსპანსია გრძელდება. ოკუპანტი ყოველდღიურად მუშაობს და ყოველდღიურად ამატებს იმ ნიშნებს, რომელსაც შემდეგ ის ეძახის სახელმწიფო საზღვარს. ხელისუფლებისგან სამწუხაროდ კვლავ არანაირი რეაგირება არ არის და რომ არა ქალბატონ ლუდა სალიას აქტივობა, ეს ფაქტი დარჩებოდა დამალული და ჩვენი ყურადღების მიღმა. ხელისუფლება ყოველ ასეთ ნაბიჯს ოკუპანტის უნდა პასუხობდეს ძალიან მკაცრი და პრინციპული რეაქციით, მაგრამ ბოლო ათი წლის განმავლობაში სამწუხაროდ ასეთ პოზიციას ხელისუფლებისას ვეღარ ვხედავთ, - ამბობს ქაცარავა. 

მსგავსი სიახლეები