ყურზე ხახვი ვერავის დააჭრათ - “ოცნების“ დამკვირვებელმა საჩივარი პირდაპირ ეთერში დახია

26.10.24 09:25
ყურზე ხახვი ვერავის დააჭრათ - “ოცნების“ დამკვირვებელმა საჩივარი პირდაპირ ეთერში დახია

დაპირისპირება 64-ე საარჩევნო უბანზე - ქუთაისში „ოცნების“ დამკვირვებელმა საჩივარი დახია.

“ყურებზე ხახვი ვერავის დაააჭრათ“- უთხრა მან “პირველების“ ჟურნალისტს, რომელიც ეუბნებოდა, რომ მას უბანზე ყოფნის უფლება არ ჰქონდა, რადგან მასზე საჩივარი იყო დაწერილი.

ის ყველას აგრესიულად მიმართავდა და ქვეყნის მტრებს და პროვოკატროებს უწოდებდა.

საუბნო კომისიის თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ ის უბნიდან უკვე გაძევებულია და ადგილზე ვეღარ დაბრუნდება. 

“მე საჩივარი არ მომსვლია, სად არის მანახეთ? ვინც ხელს შემიშლის, დამკვირვებელი, ტელვიზია თუ სხვა, მაქვს უფლება, გავძევო“ - ამბობს ის.

მისი თქმით, ის დარეკავს ცესკოში და ყველაფერს დააფიქსირებს.

 

მსგავსი სიახლეები