38-ე უბანზე მარკირების სითხე გადამალეს - ხმის მიცემის პროცესი შეჩერებულია

26.10.24 09:50
 38-ე უბანზე  მარკირების სითხე გადამალეს - ხმის მიცემის პროცესი შეჩერებულია

38 - ე საარჩევნო უბანზე ვითარება უკიდურესად დაძაბულია. რამდენიმე წუთია ხმის მიცემის პროცესი შეჩერებულია, რადგან ოპოზიცია და დამკვირვებლები ამბობენ, რომ პროცედურა მარკირების გარეშე მიმდინარეობდა.

მათივე მტკიცებით, სითხე, რომელიც მაკირების ბოთლში ესხა, საერთოდ არ რეაგირებდა. 

კითხვაზე, რატომ აძლევენ ამომრჩევლებს მარკირების გარეშე ხმის მიცემის უფლებას, კომისიის თავმჯდომარე არ პასუხობს.

“სისხლის სამართლის დანაშაულია ის, რასაც თქვენ აკეთებთ, თქვენი მიზანია, რომ ჩაიშალოს საარჩევნო პროცესი“ - უთხრა მან “პირველების“ ჟურნალისტს.

მსგავსი სიახლეები