ბაკურიანში მომხდარი მკვლელობის საქმე თავდაყირა დგება - პოლიციამ ერთი პირი დააკავა

22.08.21 06:14
ბაკურიანში მომხდარი მკვლელობის საქმე თავდაყირა დგება - პოლიციამ ერთი პირი დააკავა

თვითმკვლელობად მონათლული მკვლელობის საქმე თვადაყირა დგება - ბაკურიანში 25 წლის ამური შველიძის გარდაცვალების ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანა.  სამართალდაცველებმა რეაგირება ოჯახის სკანდალური განცხადებების და ტვ პირველის რეპორტაჟების შემდეგ მოახდინეს.  გარდაცვლილი ამური შველიძის ქვრივი ამ წუთებში  საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე იმყოფება. მან სავარაუდო დამნაშავე უნდა ამოიცნოს.

ოჯახი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს და ამბობენ, რომ დამნაშავეების წრე უნდა გაიზარდოს, რადგან დანაშაულს მხოლოდ ერთი პირი ვერ ჩაიდენდა. 

25 წლის ამური შველიძის ცხედარი ბაკურიანში რამდენიმე დღის წინ იპოვეს. პოლიცია ოჯახს არწმუნებდა, რომ  შველიძემ თავი მოიკლა.