პოლიციელების ცემაში ბრალდებული მოჭიდავე პრემიერმა ციხიდან ოლიმპიური ჩემპიონის თხოვნით გაათავისუფლა
6 პოლიციელის ცემაში ბრალდებული მოჭიდავე ციხიდან ოლიმპიური ჩემპიონის თხოვნით პრემიერმა გაათავისუფლა. "პირველების" ინფორმაციით, ევროპის ჩემპიონმა, გიორგი ბაინდურაშვილმა, აპრილში, სოფელ მუხრანში, სამართალდაცველები სასტიკად სცემა, ერთ-ერთს კი კბილები ჩაუმსხვრია. საპყრობილედან გიორგი ბაინდურაშვილი მხოლოდ იმის გამო გაათავისუფლეს, რომ ის ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა ბექაურის, მეგობარია.