ლარი დოლართან 0.6 თეთრით, ხოლო ევროსთან 1.36 თეთრით გაუფასურდა

30.10.24 17:31
ლარი დოლართან 0.6 თეთრით, ხოლო ევროსთან 1.36 თეთრით გაუფასურდა

ლარი დოლართან 0.6 თეთრით, ხოლო ევროსთან - 1.36 თეთრით გაუფასურდა. ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7468 ლარია, ერთი ევროსი - 2.9759 ლარი.

30 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა ბაზარზე არსებულ 40 ვალუტასთან გაუფასურდა, ხოლო სამთან - უნგრულ ფორინტთან, ბრაზილიურ რეალთან და კანადურ დოლართან გამყარდა.

კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.81 ლარი ღირს, 1 ევრო - 3.04 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.77 ლარია, ევროსი - 3 ლარი.

მსგავსი სიახლეები