როგორი ამინდი იქნება 31 ოქტომბერს

31.10.24 10:06
როგორი ამინდი იქნება 31 ოქტომბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 31 ოქტომბერს საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი. დღე უნალექოდ ჩაივლის.

სინოპტიკოსების პროგნოზით, დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში +17, +22°; მთაში +13, +18°; მაღალმთაში  +11, +16°.

აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: ბარში +14, +19°; მთაში +12, +17°; მაღალმთაში +9, +14°.

დედაქალაქშიც უნალექო ამინდი და დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი. იქროლებს სუსტი ქარი. თბილისში ტემპერატურა +18° გრადუსამდე აიწევს.

მსგავსი სიახლეები