მოსამართლემ გადასატან ყუთებთან დაკავშირებული დავის განხილვაზე უარი თქვა

31.10.24 15:15
მოსამართლემ გადასატან ყუთებთან დაკავშირებული დავის განხილვაზე უარი თქვა

დილიდან საქალაქო სასამართლოში საარჩევნო დავების განხილვა მიმდინარეობს. ცოტა ხნის წინ მოსამართლე ივერი აბაშიძემ უარი თქვა განეხილა დავა, რომელიც გადასატან ყუთებს შეეხებოდა. მიზეზად ტექნიკური საკითხები სახელდება. ამ საქმეში მოსარჩელე მხარე საიაა, მოპასუხე კი ჩუღურეთის საოლქო-საარჩევნო კომისია. 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ამბობს, რომ გადასატანი ყუთის შედეგები ბათილად უნდა იცნოს, რადგან ხმის მიცემის ფარულობა დაირღვა. ირკვევა რომ თბილისის ერთ-ერთ რაიონში,  საარჩევნო ყუთში  მოთავსებული ხმები, არათუ საარჩევნო უბანზე, არამედ საოლქო საარჩევნო კომისიაში დაითვალეს, რაც იურისტების თქმით, დარღვევა.

იურისტები ასევე ამბობენ, რომ არსებობს 21 ადამიანის კონკრეტული სია, რომლებმაც ხმა კონკრეტულ პოლიტიკურ სიბიექტს მისცეს და მაშინ, როცა საოლქო საარჩევნო კომისიაში გაგრძელდა ამ ბიულეტენების გადათვლა,  საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებისთვის ცნობილი გახდა, კონკრეტული ადამიანების პოლიტიკური ნება, რაც იურისტების თქმით დარღვევაა. 

ჩუღურეთის საოლქო-კომისიის წარმომადგენელი, რომელიც დღეს სასამართლოში გამოცხადდა, "პირველებთან" ამბობს, რომ მისთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვინმემ გაიგო თუ არა 21 ადამიანის სახელი და გვარი და მათი პოლიტიკური ნება. 

სასამართლომ განუხილველად დატოვა ჩვენი სასარჩელო მოთხოვნა. აღნიშნული გადაწყვეტილების გაცნობის შემდგომ გადავწყვეტთ მისი გასაჩივრების საკითხს, თუმცაღა აღსანიშნავია ის, რომ ამ ოლქში შედეგების ბათილად ცნობის მოთხოვნა სხვა კუთხითაც გვაქვს წარდგენილი, საჩივრებია ამის თაობაზე და შესაბამის საოლქო-საარჩევნო კომისიას მაინც მოუწევს მსჯელობა ამ შედეგების ბათილობასთან დაკავშირებით. როგორც ჩანს, რაღაც ტექნიკური საფუძველი იყო, სავარაუდოდ, ფოსტასთან დაკავშირებული, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს მიერ კანონით დადგენილ ვადაში მოხდა განკარგულების გასაჩივრება, სასამართლო განმარტავს, რომ ჩაბარდა ფოსტის მეშვეობით, დაგვიანებით, თუმცაღა ამას საქმის მასალების გადაცემის შემდგომ გავარკვევთ", - აცხადებს საიას წარმომადგენელი. 

 

მსგავსი სიახლეები