მარნეულის მე-12 საოლქო კომისიაში, სადაც საჩივრების განხილვა მიმდინარეობს, "ტვ პირველს" არ უშვებენ
მარნეულის მე-12 საოლქო კომისიაში, სადაც საჩივრების განხილვა მიმდინარეობს "ტვ პირველს" არ უშვებენ.
"პირველების" კორესპონდენტს ადგილზე უთხრეს, რომ სხდომაზე "პირველების" არშესვლის გადაწყვეტილება კომისიის თავმჯდომარემ მიიღო.
ცნობისთვის, მესამე სექტორის წარმომადგენლები მარნეულის საოლქო კომისიაში ბეჭდური და ვიდეო მტკიცებულებებით შეიარაღებულები მივიდნენ.
"ღია სივრცე" 32 უბანზე მიღებული შედეგების, ხოლო საია 26 უბანზე მიღებული შედეგების გაბათილებას ითხოვს. ისინი ამბობენ, რომ სწორედ ამ უბნებზე დაფიქსირდა უხეში დარღვევები - საუბარია დამკვირვებლებზე განხორციელებულ ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე, რომელიც "ტვ პირველის" მაყურებელმა არჩევნების დღეს პირდაპირ ეთერში იხილა. რამდენად განიხილავს კომისია ამ საჩივრებს, ჯერჯერობით უცნობია.
შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში, საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივრების განხილვა მიმდინარეობს.