“დაიცავი შენი ხმა“ - ევროპის ქალაქებში 2 ნოემბერს აქცია გაიმართება
“დაიცავი შენი ხმა“ - ევროპის ქალაქებში 2 ნოემბერს აქცია გაიმართება - ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
აქციაზე 3 ძირითადი მოთხოვნა გაჟღერდება:
რატომ გავდივართ ქუჩაში?
გავდივართ, რომ დავიცვათ ჩვენი ხმა და თავისუფლება!რას ვითხოვთ ქართველები მთელი მსოფლიოდან?
1. მოვითხოვთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დანიშნოს ახალი არჩევნები, რომელსაც ჩაატარებს ახალი და დამოუკიდებელი ადმინისტრაცია!
2. მოვუწოდებთ აშშ-სა და ევროკავშირის ინსტიტუტებს აღიარონ ამ არჩევნების არალეგიტიმურობა!
3. მოვითხოვთ ოპოზიციური პარტიებისგან, ბოლომდე დაიცვან ჩვენი ხმები! როგორ? იმოწმედონ კოორდინირებულად, და ღიად და გამჭვირვალედ გაუზიარონ საკუთარ ამომრჩეველს მათი სამოქმედო გეგმა!“,- წერია გვერდის აღწერაში, რომელიც სპეციალურად ამ დღისთვის შეიქმნა.