ხმაური კრწანისის და სამეგრელოს საარჩევნო ოლქებში

31.10.24 21:15
ხმაური კრწანისის და სამეგრელოს საარჩევნო ოლქებში

 

ხმაური კრწანისის საარჩევნო ოლქში - ოპოზიციის წარმომადგენლები ყველა უბნის ბათილად  ცნობას ითხოვდნენ. მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ უბანზე ხმის ფარულობა დაცული არ იყო, საიას და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა წარმოადგინა. სხდომაზე საიას სარჩელი განიხილეს, თუმცა ბათილად არცერთი უბანი არ ცნეს. საოლქო კომისიის თავმჯდომარე ამტკიცებდა, რომ ხმების ფარულობა არ დარღვეულა. 

ახლა სხდომაზე ენმ-ს სარჩელის განხილვა მიმდინარეობს. 

ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა სხხდომა სამეგრელოს 67-ე საოლქო კომისიაშიც. იქაც, დარღვევების გამო, ოპოზიციის წარმომადგენლები კონკრეტული უბნების ბათილად ცნობას ითხოვდნენ. ბოლოს არსებულ საკითხზე მსჯელობისას სიტუაცია ისე დაიძაბა, რომ კომისიის თავმჯდომარემ, მირანდა მესხმა ოპოზიციის წარმომადგენლებს სხდომა დაატოვებინა. 
 

მსგავსი სიახლეები