მედიაომბუდსმენი: არჩევნების გაშუქებისას დაირღვა 70-მდე ჟურნალისტის და ოპერატორის უფლება - განახლებული მონაცემები
არჩევნების გაშუქებისას მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევის 48 შემთხვევა დაფიქსირდა - მედეიაომბუდსმენი ინფორმაციას აახლებს. მათივე ცნობით, დანაშაულებრივი ქმედებებით ზიანი მინიმუმ 70 ჟურნალისტს და ოპერატორს მიადგა.
მედიაომბუდსმენი საკუთარ განცხადებაში წერს, რომ განახლებული მონაცემები სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს უკვე გადაეცა.
“მედიაომბუდსმენმა” 2024 წლის 25 და 26 ოქტომბერს, საქართველოს საპარლამენტო არჩევნების გაშუქებისას მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევის 48 შემთხვევა დააფიქსირა.
დანაშაულებრივი ქმედებებით ზიანი მიადგა მინიმუმ 70 ჟურნალისტს და ოპერატორს .მედიის წარმომადგენლებთან ერთად, ირღვეოდა არჩევნებით დაინტერესებული მოქალაქეების უფლება მიეღოთ და გაევრცელებინათ ინფორმაცია საარჩევნო უბნებთან განვითარებული პროცესების შესახებ.
კენჭისყრის დღეს მედიის წინააღმდეგ ჩადენილი არაერთი დანაშაულის გამოძიება ერთ-ერთი კომპონენტია, რომელიც განსაზღვრავს საარჩევნო პროცესების სანდოობას.
"მედიაომბუდსმენის" გუნდი მედიის წარმომადგენლების სამართლებრივ დახმარებას და ფაქტების დაზუსტებას აგრძელებს. ჟურნალისტებისა და ოპერატორებისთვის ხელმისაწვდომია საკონსულტაციო ცხელი ხაზი: 577 070 592
განახლებული მონაცემები ასევე მიეწოდა სპეციალური საგამოძიებო სამსახური • Special Investigation Service-ს. თითოეულ შემთხვევასთან დაკავშირებით სწრაფი და ეფექტური გამოძიების მოთხოვნით, “მედიაომბუდსმენი” კიდევ ერთხელ მიმართავს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს.
კენჭისყრის დღეს მედიის წინააღმდეგ ჩადენილი არაერთი დანაშაულის გამოძიება ერთ-ერთი კომპონენტია, რომელიც განსაზღვრავს საარჩევნო პროცესების სანდოობას, - ნათქვამია მედიაომბუდსმენის განცხადებაში.