როგორ გადმოკვეთა საზღვარი რუსმა პროპაგანდისტმა - შსს დუმს
როგორ გადმოკვეთა საზღვარი რუსმა პროპაგანდისტმა - შინაგან საქმეთა სამინისტროს დუმს. ალექსსანდრ მალკევიჩს, რომელიც არჩევნების დღეს თბილისში იმყოფებოდა, ოკუპაციის შესახებ კანონი აქვს დარღვეული.
ის 2023 წელს დროებით ოკუპირებულ ცხინვალში იმყოფებოდა სადაც ე.წ. პრეზიდენტ გაგლოევს შეხვდა. კრემლის მარიონეტმა გაგლოევმა მას "მეგობრობის ორდენიც" გადასცა.
არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ალექსანდრ მალკევიჩი საქართველოში არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩამოვიდა, იმოგზაურა რეგიონებში, დაესწრო "ოცნების" აქციასაც, თუმცა მისთვის დაბრკოლება არავის შეუქმნია. და ეს ყველაფერი არ არის. ირკვევა, რომ ამერიკის ძებნილთა სიაში შეყვანილი მალკევიჩი, რომელიც ამერიკის, კანადის და ევროკავშირის მიერ სანქცირებულია, არჩევნების დღეს ცესკოს გაცემული ოფიციალური აკრედიტაციიით მუშაობდა, როგორც ჟურნალისტი.
ინფორმაციია, რომ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული პროპაგანდისტული ქსელის შემქმნელი მალკევიჩი 26 ოქტომბერს თბილისში იმყოფებოდა, საერთაშორისო ორგანიზაციამ - "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" (RSF) გაავრცელა.
რუსი პროპაგანდისტი, მალკევიჩი არის ევროკავშირის, აშშ-ის, კანადისა და სხვა ქვეყნის სანქციების ქვეშ. არჩევნებში ჩარევის გამო აშშ-ს ალექსანდრ მალკევიჩზე ძებნა აქვს გამოცხადებული და მისი ადგილსამყოფელის დასადგენად ჯილდო ათი მილიონიც კი გამოაცხადდა.
ახლა, წესით, გამოძიებამ უნდა დაადგინოს, იყო თუ არა "ქართული ოცნების" მხარდამჭერ კამპანიაში ჩართული პირი, რომელიც ამერიკული გამოძიების თანახმად ამერიკის არჩევნებშიც კი ჩაერია.