ხმაური საოლქო კომისიებში - ოპოზიცია და მესამე სექტორი რამდენიმე უბნის შედეგების ბათილად ცნობას ითხოვდნენ

01.11.24 11:43
ხმაური საოლქო კომისიებში - ოპოზიცია და მესამე სექტორი რამდენიმე უბნის შედეგების ბათილად ცნობას ითხოვდნენ

ხმაურის ფონზე მიდიოდა გვიან ღამემდე საოლქო კომისიებში ოპოზიციისა და არასამთავრობოების საჩივრების განხილვა. გაყალბებული არჩევნების საქმეზე პოლიტიკოსები და მესამე სექტორი რამდენიმე უბნის შედეგების ბათილად ცნობას ითხოვდნენ, რადგან მათ ხელშია მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს რომ ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის გარდა, პრობლემას წარმოადგენდა გადასატანი ყუთებიც, რომელიც დაულუქავი იყო. პრაქტიკულად, არცერთ დარღვევაზე საოლქო კომისიას უბნის შედეგები ბათილად არ უცნია, რის გამოც, სამოქალაქო სექტორი და ოპოზიციას ფიქრობს, რომ საოლქო კომისიებმა ხელისუფლების ბრძანება შეასრულეს.

გაყალბებით და ამ გაყალბების დადასტურებით N 6 სამგორის საარჩევნო კომისიამ გააკეთა რუსული საქმე და ეს ბანერი კი არ უნდა იყოს აქ, უნდა იყოს ეს წარწერა „ Избирательный округ N6”. 

მსგავსი სიახლეები