24 სარჩელი 24 სასამართლოში - არჩევნების გაყალბების საქმეზე სასამართლო დავები გრძელდება
24 სარჩელი 24 სასამართლოში - არჩევნების გაყალბების საქმეზე სასამართლო დავები გრძელდება. საარჩევნო კომისიების უარის შემდეგ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ბრძოლას სასამართლოში იწყებს.
მესამე სექტორი ამბობს, რომ მზად არიან გამოიყენონ ყველა სამართლებრივი ბერკეტი და სწორედ ეს უთანასწორო ბრძოლა უჩვენებს საზოგადოებას გაყალბების რა მასშტაბებთან გვაქვს საქმე.
იმდენად ზედაპირზე დევს პრობლემა, რომ ამაზე თვალის დახუჭვა უბრალოდ შეუძლებელია. სამწუხაროა, რომ ამაზე ოლქებმა უარი თქვეს, მოსალოდნელიც იყო, რომ ოლქები ამას არ დააკმაყოფილებდნენ, თუმცა, ჩვენ ახლა უფრო დიდი ბრძოლისთვის ვემზადებით უკვე სასამართლოში. 24 სასამართლოში 24 სარჩელს შევიტანთ, რომელიც გააერთიანებას 73 ოლქის შედეგების ბათილად ცნობას, ტექნოლოგიურ უბნებზე. ამისთვის ძალიან ცოტა დრო გვაქვს, 2 დღე. შევძლებთ, რომ ყველა სასამართლოს 24-ჯერ დავუმტკიცოთ, რატომ არის ფარულობის დარღვევა კონსტიტუციის საწინააღმდეგო, რასაც მტკიცებად არ სჭირდება, წარვადგენთ, შესაბამის მტკიცებულებებს და მოვითხოვთ, საქართველოს მოქალაქეებს დაუბრუნდეთ ფარული არჩევნების უფლება“,- ამბობს ნონა ქურდოვანიძე.
მისივე თქმით, ეს საქმე ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის ეხება კონსტიტუციით გარანტირებულ საარჩევნო უფლების ფუნდამენტურ პრინციპს.
“თუ არ არსებობს ფარული არჩევნები, მაშინ ის არ არის არჩევნები და არაკანონიერია არჩევნები, რომელიც ფარულობის პრინციპის დარღვევით ტარდება“, - ამბობს ის.