საარჩევნო დავები სასამართლოში - მოსამართლემ ოპოზიციის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი განაცხადა
საარჩევნო დავები სასამართლოში - მოსამართლემ ოპოზიციის მოთხოვნის დაკმაყოფილებზე უარი განაცხადა.
საქმე ეხება “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ საჩივარს, სადაც საუბარია, ნიუ-იორკის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ცესკოს მიერ, საარჩევნო კომისიებში არანეიტრალური პირების დანიშვნაზე, რომლებიც “ოცნების“ აგიტაციას ეწეოდნენ.
ოპოზიციას ჰქონდა მტკიცებულებები, რომ ცესკოს მიერ დანიშნული კომისიის წევრები, სოციალურ ქსელში აქვეყნებდნენ მხადამჭერს პოსტებს, რაც კანონდარღვევა.
მოპასუხე მხარის მტკიცებით, ეს პოსტები კომისიის წევრს არ ეკუთვნოდა.
“გვითხრა, რომ მას არ დაუწერია. ჩვენ საკითხი გამოკვლეულად ჩავთვალეთ და დამატებითი კითხვები აღარ გაგვჩენია“- განაცხადა მოპასუხე მხარემ.
სასამართლო პროცესს ესწრებოდნენ არსამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებმაც განაცხადეს, რომ რამდენიმე დღის დაკვირვებამ ნათლად აჩვენა ის, რომ “სასამართლო ხელისუფლების სამსახურში ჩადგა“.
მხარეს წარმოდგენილი ჰქონდა პროცესზე ე.წ. სქრინები, რომელიც სოციალური ქსელით იყო გაზიარებული ამ კომისიის წევრი მიერ, მოსამართლემ, როგორც ჩანს, სარწმუნოდ არ მიიჩნია და საჭიროდ ჩათვალა, რომ გადაწყვეტილება საარჩევნო ადმინისტრაციის სასარგებლოდ გამოეცხადებინა. ჩვენ რასაც ვაკვირდებით, ყველა პროცესი მთავრდება ცესკოს და ხელისუფლების სასარგებლოდ“,- განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.
საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით, სასამართლოში პროცესები გრძელდება.