მალკევიჩმა ცესკოს აკრედიტაციისთვის პერსონალურად კალანდარიშვილს მიმართა - "პირველებმა" დოკუმენტი მოიპოვა
რუსმა პროპაგანდისტმა ცესკოს აკრედიტაცია პერსონალური მიმართვის საფუძველზე მიიღო - "პირველებმა" მოიპოვა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ გიორგი კალანდარიშვილის სახელზე წერილი პერსონალურად შევიდა.
"ნტვ"-ს მიერ გაგზავნილი წერილი 16 ოქტომბრით თარიღდება.
არადა ცესკო "პირველბისადმი" გამოგზავნილ წერილში ამტკიცებდა, რომ ალექსანდრ მალკევიჩს ონლაინ აკრედიტაცია ჰქონდა მიღებული.
როგორ გადმოკვეთა საზღვარი რუსმა პროპაგანდისტმა - შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე დუმს. ალექსანდრ მალკევიჩს, რომელიც არჩევნების დღეს თბილისში იმყოფებოდა, ოკუპაციის შესახებ კანონი აქვს დარღვეული.ის 2023 წელს დროებით ოკუპირებულ ცხინვალში იმყოფებოდა სადაც ე.წ. პრეზიდენტ გაგლოევს შეხვდა.
მალკევიჩი საქართველოში არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩამოვიდა, იმოგზაურა რეგიონებში, დაესწრო "ოცნების" აქციასაც, თუმცა მისთვის დაბრკოლება არავის შეუქმნია. და ეს ყველაფერი არ არის. ირკვევა, რომ ამერიკის ძებნილთა სიაში შეყვანილი მალკევიჩი, რომელიც ამერიკის, კანადის და ევროკავშირის მიერ სანქცირებულია, არჩევნების დღეს ცესკოს გაცემული ოფიციალური აკრედიტაციიით მუშაობდა, როგორც ჟურნალისტი.
ინფორმაციია, რომ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული პროპაგანდისტული ქსელის შემქმნელი მალკევიჩი 26 ოქტომბერს თბილისში იმყოფებოდა, საერთაშორისო ორგანიზაციამ - "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" (RSF) გაავრცელა.