არჩევნების გაყალბების საქმე - ცესკოს იურისტი ამტკიცებს, რომ კანონდარღვევებს ადგილი არ ჰქონია

01.11.24 17:25
არჩევნების გაყალბების საქმე - ცესკოს იურისტი ამტკიცებს, რომ კანონდარღვევებს ადგილი არ ჰქონია

არჩევნების გაყალბების საქმე -  არჩევნებიდან მე-6 დღეს, იუსტიციის სამინისტროში შექმნილი უწყებათაშორისი კომისია დარღვევების განსახილველად შეიკრიბა, თუმცა შეხვედრიდან გამოსული მონაწილე მხარეეები, ამბობენ, რომ ისეთი დარღვევები არ ყოფილა, რომ არჩევნების ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.

როგორც ირკვევა, ცესკო ხმის მიცემისს ფარულობის დარღვევაში ამ დრომდე პრობლემას ვერ ხედავს და ამტკიცებენ, რომ  საჩივრებიდან გამომდინარე, რაიმე კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია.

ისინი არჩევნების ხელახალი ჩატარების საჭიროებას ვერ ხედავენ. 

არანაირ დარღვევას ადგილი არ ჰქონია, ყველაფერი კანონის ფარგლებში იყო ჩატარებული. გეტყვით იმას, რომ ყველაფერი განხილულია, საოლქო საარჩევნო კომისიების დონეზე, საჩივრების ფარგლებში და თუ ვინმეს კიდევ დარჩა შეკითხვა, იქ არის შესაბამისი გადაწყვეტილებები მიღებული, შესაძლებელია ეს გასაჩივრდეს სასამართლოში.

ფარულობის დარღვევაზეც ვისაუბრეთ -ამომრჩეველი რა კადრებს ავრცელებს, ეს არის ერთი საკითხი, მეორე საკითხია საჩივრების ფარგლები, უნდა განხილულ იქნეს საჩივრების ფარგლებში საოლქო საარჩევნო კომისიებში და ეს მოხდა. ყველაფერი იყო გაკეთებული ისე, რომ ფარულობა არ დარღვეულიყო. საჩივრებიდან გამომდინარე, შემიძლია ვიმსჯელო, არ დამტკიცებულა არსად, რომ ფარულობის დარღვევას, ან რაიმე კანონდარღვევას ჰქონდა ადგილი“,- განაცხადა ცესკოს იურისტმა.

მსგავსი სიახლეები