არჩევნების გაყალბების საქმე - სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები არ გამორიცხავენ, რომ საჩივრები ევროსასამართლოშიც წავა

01.11.24 17:48
არჩევნების გაყალბების საქმე - სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები არ გამორიცხავენ, რომ საჩივრები ევროსასამართლოშიც წავა

არჩევნების გაყალბების საქმე - სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც დღეს საარჩევნო დარღვევების განხილვას ესწრებოდნენ, აცხადებენ, რომ ხმის მიცემის ფარულობა არჩევნების დღეს დაირღვა და ცესკომ ვერ შექმნა ისეთი გარემო, როდესაც მოქალაქეები თავის არჩევანს თავისუფლად დააფიქსირებდნენ.

მათი თქმით, დავას გააგრძელებენ, ყველა ინსტანციაში გაასაჩივრებენ და არც იმას გამორიცხავენ, რომ საჩივრები ევროსასამართლოშიც წავა.

ეს პროცესები კიდევ ერთხელ აჩვენებს, როგორ არის ყველა ინსტიტუტი და ადმინისტრაციული რგოლი მმართველი პარტიის დაქვემდებარების ქვეშ. შესაბამისად, ამ საჩივრებზე პოზიტიური მოლოდინი, ან საოლქო საარჩევნო კომისიებში, ან სასამართლოებში, არ უნდა გვქონდეს, თუმცა ამ სამართლებრივი პროცესების გავლა არის სავალდებულო. ჩვენ მივყვებით სამართლებრივ პროცედურებს, თუ არა ამოვწურეთ შიდა პროცედურები, ისე საერთაშიროსო სამართლებრივ პროცედურებზე ვერ გადავინაცვლებთ, ამიტომ, ეს გზა აუცილებლად გასავლელია“, - განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ხმის მიცემის ფარულობას მასშტაბური ხასიათი ჰქონდა, და, შესაბამისად, მიიჩნევენ, რომ არჩევნები ყველა იმ უბანზე უნდა გაუქმდეს, სადაც ელექტრონულად ჩატარდა. შემდეგ კი ხელახალი არჩევნები დაინიშნოს.

მსგავსი სიახლეები