“ჩემი ხმა” 1131 უბანზე დაფიქსირებულ დარღვევებს ასაჯაროებს

01.11.24 17:55
 “ჩემი ხმა” 1131 უბანზე დაფიქსირებულ დარღვევებს ასაჯაროებს

სადამკვირვებლო მისიამ „ჩემი ხმა” დაკვირვების ქვეშ მყოფი უბნებიდან მიღებული ინფორმაციის საბოლოო ანალიზი დაასრულა.

შედეგად, დადგინდა, რომ, დაკვირვების ქვეშ მყოფი 1131 უბნიდან:

  • დამკვირვებელს ხელი შეეშალა დაკვირვებაში – 160 საარჩევნო უბანზე;
  • მარკირება არ შემოწმებულა  – 191 საარჩევნო უბანზე;
  • მარკირება არ კეთდებოდა – 153 საარჩევნო უბანზე;
  • ხმის მიცემის ფარულობა დაირღვა – 365 უბანზე;
  • ფიზიკური დაპირისპირება/ძალადობა/ზეწოლა  დაფიქსირდა – 85 უბანზე;
  • არაუფლებამოსილი პირები უბანზე ან უბნის მიმდებარედ იმყოფებოდნენ – 259 საარჩევნო უბანზე.

სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმის” დამკვირვებლები, კენჭისყრის დღეს, 1131 უბანს აკვირდებოდნენ.

მსგავსი სიახლეები