24 სარჩელი საქართველოს 24-ვე სასამართლოში - საია 2263 ელექტრონული უბნის შედეგების გაუქმებას ითხოვს

01.11.24 20:29
24 სარჩელი საქართველოს 24-ვე სასამართლოში - საია 2263 ელექტრონული უბნის შედეგების გაუქმებას ითხოვს

 

საქართველოს 24-ივე საქალაქო სასამართლოში საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო დავა იწყება. კონსტიტიტუციით გარანტირებული არჩევნების კენჭისყრის ფარულობის უფლების დაღვევის გამო, საია 2263 ელექტრონული უბნის შედეგების გაუქმებას ითხოვს. არჩევნებზე ფარულობა ცესკომ ვერ დაიცვა. დარღვევა იმდენად მასშტაბური იყო, რომ ამის ასობით მტკიცებულება არსებობს.  

ოპოზიციის მიზანია ხელახალი არჩევების დანიშვნა, ამისთვის წინ მთელი პროცედურული ომია.  არასამთავრობო სექტორმაც და ოპოზიციამ დავების გრძელი გზა უნდა გაიარონ.

საოლქო საარჩევნო კომისიებისა და სასამართლოებისგან სამართლიანი განხილვისა და გადაწყვეტილებს მიღების მოლოდინი არ აქვთ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, თუმცა თვლიან, რომ ამ ეტაპების გავლა უმნიშვნელოვანესია, რადგან შემდეგ საქმე შესაძლოა, ევროსასამართლოში წავიდეს.

ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები