ბიუელეტენების მასობრივად ჩაყრის გამო დაკავებული ისკანდაროვები ბრალს არ აღიარებენ - ოპოზიცია ფორმალურ გამოძიებაზე საუბრობს

01.11.24 20:34
ბიუელეტენების მასობრივად ჩაყრის გამო დაკავებული ისკანდაროვები ბრალს არ აღიარებენ - ოპოზიცია ფორმალურ გამოძიებაზე საუბრობს

 

კაცი, რომელიც არჩევნებზე, მარნეულში, საარჩევნო ყუთში ბიულეტენებს ბღუჯა-ბღუჯა ყრიდა, ამტკიცებს, რომ ციხეში ხელისუფლება დამონტაჟებული კადრების გამო უშვებს.  როვშან ისკანდაროვი სასამართლოზე ირწმუნებოდა, რომ ეს ქმედება დანაშაული არ არის. არადა, დანაშაულის გამო, რომელსაც მარნეულის საკრებულოს წევრი მონტაჟს უწოდებს ,სადახლოს საარჩევნო უბანი დაიხურა და 2 ათასამდე ამომრჩევლის ხმა გაბათილდა.

რატომ ან ვისი დავალებით ჩაიდინა მძიმე კანონდარღვვა საკრებულოს წევრმა? ადვოკატი ამტკიცებს, რომ "ოცნების" სანდო კადრი გამოძიების ამ კითხვებს არ პასუხობს.

მაშინ, როდესაც სახეზე იყო არჩევნების გაყალბების მძიმე დანაშაული, არსებობდა კადრები და მოწმეთა ჩვენებები, საკრებულოს წევრი პოლიციას არ დაუკავებია. ისკანდსროვს და მის თანამზრახველს ხელბორკილი  გამოძიების დაწყებიდან მესამე დღეს დაადეს. მუხლი, რომელსაც "ოცნების" მხარდამჭერ ბიძაშვილებს ედავებიან, 2 წლიან ციხეს ითვალისწინებს, თუმცა თუ ორივე ბრალდებული დანაშაულს აღიარებს, არ არის გამორიცხული, საპატიმრო ვადაზე ადრე დატოვონ.

ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში. 

 

მსგავსი სიახლეები