სოცდაუცველების რეკორდული რაოდენობა - წინასაარჩევნოდ ყველაზე გაჭირვებული ხალხის რიცხვმა, დაახლოებით, 683 ათასს მიაღწია

01.11.24 20:37
სოცდაუცველების რეკორდული რაოდენობა - წინასაარჩევნოდ ყველაზე გაჭირვებული ხალხის რიცხვმა, დაახლოებით, 683 ათასს მიაღწია

 

"ქართული ოცნება" საპარლამენტო არჩევნებს რეკორდულად დიდი რაოდენობის სოციალურად დაუცველით შეხვდა. ხელისუფლებამ არჩევნებამედ 1 თვით ადრე სტატუსი დამატებით 1 905 ადამიანს მისცა და არჩევნებს, ჯამში, 682 ათასზე მეტი სოცდაუცველით შეხვდა. ოპოზიცია ფიქრობს, რომ ხელისუფლებამ მოსახლეობის გადაღატაკებისთვის ყველაფერი გააკეთა, რომ წინასაარჩვენოდ  ხალხზე კონტროლი მარტივად დაემყარებინა.

ოფიიციალური სტატისტიკით, ქვეყანაში ხალხი თვითან თვემდე უფრო ღარიბდება, არადა,  ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ეკონომიკა ყვავის და  სოცდაუცველებს ეფექტურ დასაქმების პროგრამებს სთავაზობენ. საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამაში მართლაც 228 573 პირა ჩართული, თუმცა პარალელურად, ეს ადამიანები იღებენ  შემწეობასაც. 

მიუხედავად იმისა, რომ სექტემბერში სოციალურ დახმარებაზე ბიუჯეტიდან 69 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა და აქედან 22 მლნ ლარზე მეტი სოცდაუცველთა დასაქმების სახელმწიფო პროგრამას დაეთმო, ქვეყანაში სიღარიბის ზვარს მიღმა მყოფი ადამიანების რიცხვი მაინც იზრდება.

ვრცლად ნახეთ გვანცა ჩხიკვაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები