"არჩევნები გაყალბებულია, არ შეგრჩებათ, მოღალატეებო"- ემიგრანტების მასშტაბური პროტესტი

02.11.24 10:47
"არჩევნები გაყალბებულია, არ შეგრჩებათ, მოღალატეებო"- ემიგრანტების მასშტაბური პროტესტი

ქართველი ემიგრანტები მთელი მსოფლიოს მასშტაბით არჩევენების გაყალბებას აპროტესტებენ.  მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მყოფი ქართველები ქართულ ოცნებას მოუწოდებენ დაუბრუნონ ქართველებს მათ მიერ მიტაცებული ხმები. საქართველოს მოქალაქეები უკვე შეიკრიბნენ ჩრდილოეთ ვესტფალიის პარლამენტის შენობის წინ, გერმანიაშიი მცხოვრები ემიგრანტები ფიქრობენ რომ ივანიშვილის პარტია ქვეყანას ისტორიულ შანსს ართმევს, გახდეს ქვეყანა ევროგაერთიანების ოჯახის წევრი.

საქართველოში ჩატარებული არჩევნები არის ტოტალურად გაყალბებული, ემიგრაციაში ჩატარებულმა არჩევნებმა გვაჩვენა, რომ "ქართულ ოცნებას" აქვს მაქსიმუმ 10%, 90% არის ოპოზიციისა. მე მინდა მივმართო ოპოზიციას და მოვთხოვო, დაიცავით ქართველი ხალხის ხმა!, - ამბობენ ქართველი ემიგრანტები.

ვაშინგტონში მცხოვრებმა ქართველებმა კი ახალი კამპანია დაიწყეს. ემიგრანტები ყოველ კვირეულად გეგმავენ საქართველოსს საელჩოსთან შეკრებას და მოპარული არჩევნების გაპროტესტებას. „არ შეგრჩებათ, მოღალატეებო“, „პუტინის მარიონეტები მუშაობენ აქ“ - ამ საპროტესტო ბანერებით მივიდნენ ემიგრანტები ვაშინგტონში, საქართველოს საელჩოსთან.

აქცია იქნება დღესაც, ბრიუსელში. ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში მოქალაქეები საქართველოს და ევროკავშირის დროშებით გადიან, მოთხოვნები კი უცვლელია.

მსგავსი სიახლეები