თბილისში კაცმა ცოლი დაჭრა
თბილისში ახალგაზრდა კაცმა ცოლი დაჭრა. შემთხვევა დადიანის ქუჩაზე მოხდა. "პირველების" ინფორმაციით, კაცი, რომელც ციხიდან რამდენიმე დღის წინ გამოვიდა, ცოლს სამსახურთან ჩასაფრება მოუწყო და ჭრილობები სახის არეში დანით მიაყენა. დაშავებულია კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც ქალის დახმარებას ცდილობდა. ორივე მათგანი სასწრაფო დახმების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. ორივე ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
გუშინ დადიანის ქუჩაზე მტელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა საგამოძებო მოქმედებები. როგორც ადგილობრივები "პირველებთან" ამბობენ, 5 საათზე მათ განწირული ყვირილის ხმა გაიგეს. ქალი დახმარებას ითხოვდა.
"ქმარმა დაჭრა ცოლი, ის მეორე გოგო ეხმარებოდა დანას ართმევდა და ის გოგოც დაშავდა, ხელები აქვს დასერილი. ცოლი სახეზე, ტუჩზე და ყელზეა დაჭრილი. ეს კაცი ახალი გამოსული იყო ციხიდან და მიუვარდა, მერე ხმამაღალი ყვირილი გაისმა, მიშველეთ, მიშველეთო, მერე მიცვივდა ხალხი, უამრავი პატრული იყო მოსული"- ამბობს ადგილობრივი.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე არ ამბობს, დააკვეს თუ არა კაცი, რომელმაც სასჯელარსრულების დაწესებულება ახლახანს დატოვა.