სოფელ კოდაში ავტომობილი აალდა - დაიღუპა ქალი

02.11.24 12:25
სოფელ კოდაში ავტომობილი აალდა - დაიღუპა ქალი

ავარიას თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მსხვერპლი მოჰყვა. მანქანის აალების შედეგად ქალი დაიღუპა, რომელმაც დამწვარი ავტომობილიდან გადმოსვლა ვერ მოახერხა. 

რა იყო ავარიის მიზეზი, ახლა ამას საგამოძიებო უწყებები ადგენენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები