"ჟურნალისტიკა საქართველოში სახიფათო პროფესიად იქცა" - პრესის თავისუფლების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციები

02.11.24 12:33
"ჟურნალისტიკა საქართველოში სახიფათო პროფესიად იქცა" - პრესის თავისუფლების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციები

პრესის თავისუფლების დამცველი ექვსი საერთაშორისო ორგანიზაცია ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე ჟურნალისტებისთვის პროფესიული საქმიანობის ხელის შეშლასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

პრესის თავისუფლების დამცველი ორგანიზაციები ღრმა შეშფოთებას გამოხატავენ ჟურნალისტების დაშინების, მუქარის, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო.

პრესის თავისუფლების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას "დაასრულოს თავდასხმები ჟურნალისტებზე და საფუძვლიანად გამოიძიოს ძალადობის ყველა ინციდენტი".

ამასთან, ისინი ასევე მოუწოდებენ საერთაშორისო საზოგადოებას "ეფექტური ზეწოლა მოახდინოს საქართველოზე პრესის თავისუფლების დასაცავად და ჟურნალისტებისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად".

მისიამ დაადგინა, რომ ჟურნალისტიკა საქართველოში სახიფათო პროფესიად იქცა. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არ შეიძლება ჩატარდეს მედიისთვის უსაფრთხო გარემოს გარეშე. ჟურნალისტების მუშაობა არსებითია, რათა გამოვლინდეს არასათანადო ქმედებები არჩევნებამდე და არჩევნების დროს და მოქალაქეებმა შეძლონ ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღება. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს თავდასხმები ჟურნალისტებზე და საფუძვლიანად გამოიძიოს ძალადობის ყველა შემთხვევა. მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, მოახდინოს ეფექტური ზეწოლა საქართველოზე პრესის თავისუფლების დაცვისა და ჟურნალისტებისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფისთვის," - აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც 31 ოქტომბერს გამოქვეყნდა და რომელსაც ხელს აწერენ პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი (IPI), პრესისა და მედიის თავისუფლების ევროპული ცენტრი (ECPMF), ARTICLE 19 Europe, ევროპის ჟურნალისტთა ფედერაცია (EFJ), OBC Transeuropa (OBCT) და Free Press Unlimited (FPU).

მსგავსი სიახლეები