უსაფრთხოების ექსპერტები ეჭვობენ, რომ რუსეთი საქართველოში "სპეცოპერაციის შემდეგ ეტაპს აამოქმედებს"

02.11.24 13:30
უსაფრთხოების ექსპერტები ეჭვობენ, რომ რუსეთი საქართველოში "სპეცოპერაციის შემდეგ ეტაპს აამოქმედებს"

 

რუსეთის შესაძლო ჩარევა არჩევნებში და მხილების სერია გახარიას გუნდისგან - უსაფრთხოების ექსპერტებს არ უკვირთ, რომ რუსეთის ოპერატიული თანამშრომლები მართლაც ახორციელებდნენ მეთვალყურეობას საქართველოს ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრზე. 

ჩვენ ჯერჯერობით არ ვიცით, რუსული სპეცოპერაციის განხორციელების რა ეტაპზე ვიმყოფებით - ამბობს ლაშა ძებისაშვილი "პირველებთან" და ოკუპანტი ქვეყნის მხრიდან, მათ შორის დივერსიების განხორციელებას არ გამორიცხავს. 

უსაფრთხოების ექსპერტი ამბობს, რომ თბილისში რას ფიქრობენ იმის მიუხედავად, "რუსეთი დამოუკიდებლად მიიღებს გადაწყვეტილებას, როგორ აამოქმედოს თავისი ოპერაციის შემდეგი ეტაპი და მისი თქმით, სწორედ ეს არის ყველაზე სახიფათო".

რუსული აგენტურა დაკავებულია არა მხოლოდ სამხედრო ოპერაციებით, არამედ ქმნის შესაბამის საინფორმაციო გარემოს იმისთვის, რომ საქართველოს მოსახლეობას ჩამოუყალიბოს კონკრეტული მცდარი შეხედულებები. ამასთან ერთად, ჩვენ ჯერჯერობით არ ვიცით, რა ეტაპზე ვიმყოფებით რუსული სპეცოპერაციის განხორციელების, იმიტომ, რომ  რუსული სპეცოპერაციების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია მათ შორის დივერსიები, მათ შორის გარკვეული საბოტაჟის მოწყობა და ა.შ. თუ ის თავის მხრივ ფლობს ინფორმაციას, ქართული პოლიტიკური სპექტი სად იმყოფება, სად გადაადგილდება და რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, ის ამას ყოველთვის განახორციელებს, იმისდა მიუხედავად, მას დახმარებას აღმოუჩენს "ქართული ოცნება" თუ არა. თბილისში რას ფიქრობენ იმის მიუხედავად, რუსეთი დამოუკიდებლად მიიღებს გადაწყვეტილებას, როგორ აამოქმედოს შემდეგი ეტაპი თავისი ოპერაციის და ეს არის ყველაზე სახიფათო", - აცხადებს ლაშა ძებისაშვილი.

ანდრო გოცირიძე კი "პირველებთან" საქართველოში რუსეთის ინტერესებსა და გავლენების გაძლიერებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ახლა, რუსეთის ყველაზე დიდი დაინტერესებასაქართველოსა და ქართველების პარტნიორებს შორის განხეთქილების ჩამოგდებას, რისი დადასტურება, მათ შორის არჩევნებში ჩარევასაც ემსახურება.

რუსეთს საქართველოში აინტერესებს ტაქტიკურ დონეზე ბუნებრივია აინტერესებს არჩევნებში ჩარევა. აინტერესებს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესი. რაც შეეხება სტრატეგიულ ჭრილში, რუსეთის ახლა ყველაზე დიდი დაინტერესება არის საქართველოსა და ქართველების პარტნიორებს შორის განხეთქილების ჩამოგდება, რასაც ემსახურება არჩევნებში ჩარევა, პოლარიზაციის დათესვა, ომის და მშვიდობის დილემის დათესვა და ა.შ. რატომ აინტერესებს ეს ყველაფერი, იმიტომ, რომ თუ საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე მოექცევა იზოლაციაში, დარჩება მარტო, გართულდება პოლიტიკური და სამხედრო, გნებავთ ჰუმანიტარული დახმარების მიღება, რუსეთი გააჟღერებს სამხედრო მუქარას და ამ მუქარის ფონზე საქართველოს შეიყვანს მისთვის სასურველ რომელიმე მომგებიან ფორმატში. ქართული სპეცსამსახური მარტივად რომ ვთქვა, ჯერჯერობით შედეგიანად წინ ვერ აღუდგა", - აცხადებს ანდრო გოცირიძე 

გიორგი გახარიას გუნდი ირწმუნება, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს პოლიტიკოსებსა და სადამკვივრვებლო მისიებზე ფარული მეთვალყურეობა მიდიოდა. 

კახა ქემოკლიძე დარწმუნებულია, რომ ე.წ. ოპერატიული თანამშრომლები რუსეთიდან შემოვიდნენ. მისი თქმით,  სწორედ რუსმა წყვილმა გადაიღო გიორგი გახარიასა და "აირაის" მისიის წარმომადგენლის შეხვედრის ამსახველი ფოტო, რომელიც შემდეგ სამთავრობო მედიაში გავრცელდა. ექს-პრემიერის პარტია ახლა შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების ქმედებას ელოდება. სუსი და შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე დუმილის რეჟიმში არიან. 

 

მსგავსი სიახლეები