ნინო ლომჯარია სახალხო დამცველს ურჩევს დღეს "ნოდარ მელაძის შაბათს" ჩაუჯდეს"

02.11.24 14:09
ნინო ლომჯარია სახალხო დამცველს ურჩევს დღეს "ნოდარ მელაძის შაბათს" ჩაუჯდეს"

 

 

300 000 კაცი კი არ აყალბდებდა, 1 აძლევდა ხმას 100 კაცის ნაცვლად - ამ სიტყვებით მიმართავს ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ამჟამინდელ ომბუდსმენს.

ლომჯარია ლევან იოსელიანს ურჩევს დღეს "ნოდარ მელაძის შაბათს" "ჩაუჯდეს" და კარგად ნახოს ის შოკისმომგვრელი მტკიცებულებები, რაც გამომძიებელმა ჟურნალისტებმა მოიპოვეს. 

კეთილი ინებეთ, კეთილსინდისიერად განახორციელეთ თქვენი კონსტიტუციური ვალდებულება - წერს ყოფილი სახალხო დამცველი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში ომბუდსმენით მისამართით. 

ლევან, Levan Ioseliani, როგორც ჩანს ჩვენი ანგარიშების კითხვა დაგეზარათ და ხვალ 20:00 საათზე ჩაუჯექით ამ გადაცემას. 300 000 კაცი კი არ აყალბდებდა, 1 აძლევდა ხმას 100 კაცის ნაცვლად. ომბუდსმენის  ინსტიტუტის რეპუტაცია წლების განმავლობაში ადამიანების თავდადებაზე, ღირებულებების ერთგულებაზე და პროფესიულ სინდისზე იდგა და თქვენი თანამშრომლების შრომას მაინც ეცით პატივი. და კი, თქვენი მანდატი ფარავს საარჩევნო უფლებას (კონსტიტუციის 24-ე მუხლი), ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლენის დაცვა და ზედამხედველობა თქვენი მანდატია და კეთილი ინებეთ, კეთილსინდისიერად განახორციელეთ თქვენი კონსტიტუციური  ვალდებულება.
p.s. თქვენთან ერთი განცხადებაც რომ არ არის შემოსული, იმას ნიშნავს, რომ არ გენდობიან", - წერს ნინო ლომჯარია. 

"ძნელია, საღი აზრის მქონე ადამიანმა დაიჯეროს, რომ მაგალითად, 350 ათასი ადამიანი ჩამოატარეს "კარუსელებზე" -ამის შესახებ ლევან იოსელიანმა "პალიტრანიუსის" ეთერში განაცხადა.

ომბუდსმენისთვის ასევე დაუჯერებელია, რომ 100 ათასზე მეტ ადამიანს პირადობის მოწმობა ისე ჩამოართვეს, რომ 1 ადამიანი არ გამოჩნდა ვინც იტყოდა, რომ ეს მათი ნების საწინააღმდეგოდ მოხდა.

მსგავსი სიახლეები