ლონდონი, პრაღა, ამსტერდამი, ბრიუსელი და კიდევ 11 ევროპული ქალაქი - ქართველი ემიგრანტები პროტესტისთვის ემზადებიან

02.11.24 15:49
ლონდონი, პრაღა, ამსტერდამი, ბრიუსელი და კიდევ 11 ევროპული ქალაქი - ქართველი ემიგრანტები პროტესტისთვის ემზადებიან

რამდენიმე საათში ქართველი ემიგრანტები ლონდონში, პრაღაში, ამსტერდამში, ბრიუსელში და კიდევ 11 ევროპულ ქალაქში საპროტესტო აქციას დაიწყებენ. 

საქართველოდან შორს მცხოვრები ადამიანები ევროპის შუაგულიდან "ქართულ ოცნებას" მოუწოდებენ, რომ ხალხს მიტაცებული არჩევნები დაუბრუნოს და ხელისუფლება პროდასავლურ ოპოზიციას გადააბაროს.

ქართველი ემიგრანტები სამ მთავარ მოთხოვნას წამოაყენებენ. პირველი, ხელახალი არჩევნების დანიშვნაა. ამასთან, მოქალაქეები საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებს მოსთხოვენ, რომ არჩევნების ლეგიტიმაცია არ აღიარონ, ხოლო ოპოზიციას მოუწოდებენ, ქართველ ხალხთან ერთად უფრო ღიად იმუშაონ. 

ვიკრიბებით ემიგრანტები, ასევე მოვლენ ჩვენი უკრაინელი მეგობრები და სხვა უცხოელი მეგობრები. გვაქვს რამდენიმე მოთხოვნა. ერთ-ერთია, რომ "ქართულმა ოცნებამ" დანიშნოს ახალი არჩევნები. ასევე, მოვუწოდებთ ჩვენ მეგობარ ქვეყნებს, რომ არჩევნების არალეგიტიმურობა აღიაროს და ვთხოვთ ოპოზიციას, რომ ხალხთან ერთად უფრო ღიად იმუშაონ", - ამბობს ემიგრანტი.

მსგავსი სიახლეები