UEFA-მ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დააჯარიმა

03.11.24 10:29
UEFA-მ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დააჯარიმა

UEFA-მ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ალბანეთთან საშინაო მატჩში მომხდარი ინციდენტების გამო, ჯამში, 56 ათასი ევროთი დააჯარიმა. მიზეზი სტადიონის საჯარო გასასვლელების ბლოკირება, ფეხბურთელებისთვის და მსაჯისთვის ლაზერის მინათება და პიროტექნიკის გამოყენებაა.

შეხვედრა 14 ოქტომბერს მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართა. საქართველო ანგარიშით 0:1 დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები