ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა - მოსამართლეებმა სამტრედიასა და გორში საიას სარჩელები არ დააკმაყოფილეს

03.11.24 15:35
ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა - მოსამართლეებმა სამტრედიასა და გორში საიას სარჩელები არ დააკმაყოფილეს

სამტრედიასა და გორში მოსამართლეებმა საიას სარჩელი არ დააკმაყოფილეს. საქმე არჩევნების გაყალბების საკითხს ეხებოდა. არასამთავრობო სექტორმა პროცესებზე მტკიცებულებები წარადგინა თუ როგორ მოიპარა "ქართულმა ოცნებამ"  მოქალაქეების ხმები. იურისტები საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაუქმებას ითხოვდნენ, რადგან უბნების აბსოლუტურ უმრავლესობაში დარღვეული იყო ხმის ფარულობა.

მესამე სექტორის მიერ წარდგენული მტკიცებულებების მიუხედავად, მოსამართლეებმა მათი სარჩელები არ დააკმაყოფილეს. 

საიამ მიმართა, 33-ვე ოლქს, სადაც არჩევნები გაიმართა და ყველგან, ვითხოვთ ერთი და იგივეს - ფარულობის დარღვევა არის ისეთი მნიშვნელოვანი დარღვევა, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს შედეგებს. ეს უკანონო არჩევნებად ითვლება თუ ფარულობის ელემენტი აკლიას მას და ეს მოთხოვნა არის სრულად დასაბუთებული. ამ მოთხოვნის არგუმენტები და მტკიცებულებები არის თითოეული ამომრჩეველი, რომელმაც მიიღო მონაწილეობა არჩევნებში და კარგად იცის, რომ როდესაც ის აცურებდა ბიულეტენს შესაბამის ყუთში, გნებავთ, აპარატში, მისი არჩევანი ჩანდა. მინიმუმ ის ჩანდა, მან ოპოზიციას დაუჭირა მხარი თუ ხელისუფლებას, - ამბობს საიას ხელმძღვანელი ნონა ქურდოვანიძე. 

თბილისის საქალაქო სასამართლოში საიას სარჩელს მოსამართლე ნინო ჩინჩალაძე ამ წუთებში განიხილავს. აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით პროცესი მიმდინარეობს ბათუმის სასამართლოშიც. 

მსგავსი სიახლეები