არჩევნების შედეგების გაუქმება და ახალი არჩევნების დანიშვნა - დღეიდან, თბილისში საპროტესტო აქციები იწყება

04.11.24 10:02
არჩევნების შედეგების გაუქმება და ახალი არჩევნების დანიშვნა - დღეიდან, თბილისში საპროტესტო აქციები იწყება

ოპოზიციის ორგანიზებით, დღეს, 19:00 საათზე, თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქცია გაიმართება.

აქცია, რომელზედაც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს გააპროტესტებენ, ოპოზიციის ლიდერებმა რამდენიმე დღის წინ დაანონსეს.

გაყალბებული არჩევნების გასაპროტესტებლად ათი ათასობით მოქალაქე დღეს აქციაზე გამოდის. არჩევნების შედეგების გაუქმება და ახალი არჩევნების დანიშვნა - ეს ხალხის მთავარი მოთხოვნაა. მოქალაქეები სწორედ აქციაზე გაიგებენ ოპოზიციის გრძელვადიან გეგმას, რომელიც ახალი არჩევნების ჩასანიშნად კოორდინირებულ ბრძოლას გულისხმობს.

დღეიდან თბილისში ახალი არჩევნების მოთხოვნით უწყვეტი საპროტესტო აქციები იწყება. 

ქუჩის პროტესტთან ერთად, გრძელდება გაყალბების ფაქტების საერთაშორისო პარტნიორებისთვის გადაცემა და კოორდინაცია პრეზიდენტთან, რომ არალეგიტიმური არჩევნების აღიარება დასავლეთში არ მოხდეს.

ამ დრომდე არც ევროკავშირს, არც ბრიტანეთს და არც ამერიკის შეერთებყლ შტატებს არჩევნების შედეგები არ უღიარებია. ხალხის ხმების დასაცავად უკვე არსებოს გეგმა. ახალგაზრდები ამბობენ, რომ მიტაცებული არჩევნების შედეგებს არ შეეგუებიან და ოლიგარქის ხელისუფლებას წინ უკომპრომისო ბრძოლა ელოდება.

 

 

მსგავსი სიახლეები