ოპოზიციური პროდასავლური კოალიციების გაერთიანება, საპროტესტო მარშთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს
ოპოზიციური პროდასავლური კოალიციების გაერთიანება მხარდამჭერებს აქციამდე ვაგზლის მოედანზე შეკრებისკენ მოუწოდებს.
ამის შესახებ მათ მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.
“ვაგზლის მოედნიდან მოეწყობა საპროტესტო მარში რუსთაველის გამზირისკენ“- აღნიშნულია განცხადებაში.
დღეს 19.00 რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან გაიმართება საპროტესტო აქცია.
აქციამდე, 5 საათზე, ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერები და პროტესტის მონაწილეები შეიკრიბებიან ვაგზლის მოედანზე, თბილისი ცენტრალის მიმდებარე ტერიტორიაზე. საიდანაც მოეწყობა მსვლელობა - საპროტესტო მარში.
ოპოზიციური პროდასავლური კოალიციების გაერთიანება მოუწოდებს მხარდამჭერებს და საქართველოს მოქალაქეებს, აქციამდე შეიკრიბონ ვაგზლის მოედანზე, თბილისი ცენტრალის მიმდებარე ტერიტორიაზე 17.00 საათზე, საიდანაც მოეწყობა საპროტესტო მარში რუსთაველის გამზირისკენ. მსვლელობას გაუძღვებიან პოლიტიკური პარტიების ლიდერები“,- ვკითხულობთ განცხადებაში.
მსგავსი სიახლეები
ლაითურის ციხეში პოლიციას ელოდებიან - ადვოკატის თქმით, პატიმრის შესაძლო გაუპატიურების საქმის მოწმესთან შეხვედრის ჩანაწერებს არ აძლევენ
ლაითურის ციხეში, პატიმარ გიორგი დავითაძის ადვოკატი იმ მსჯავრდებულთან იყო შესული, რომელიც ამტკიცებს, რომ პატიმრის გაუპატიურების საქმის ოქროს მოწმეა