“ძლიერი საქართველოს“ სარჩელი სამგორის საოლქო საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ სასამართლომ არ დააკმაყოფილა

04.11.24 16:05
“ძლიერი საქართველოს“ სარჩელი სამგორის საოლქო საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ სასამართლომ არ დააკმაყოფილა

“ძლიერი საქართველო“ სამგორის საოლქო საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ - ოპოზიციური კოალიცია ვერიფიკაციის აპარატების მონაცემების ამოღებას ითხოვდა, რათა დადგენილიყო იმ პირების ვინაობა, ვინც საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობდა.

ამ მოთხოვნის საფუძველი ის ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები გახდა, სადაც ჩანდა, რომ კონკრეტული პირები უბნებზე შედიოდნენ პასპორტებით, სადაც სხვა მოქალაქეების პირადი ნომრები ეწერა.

საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, სალომე სამხარძემ ოპოზიციის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

მოპასუხე მხარის თქმით, ეს არის პერსონალური ინფორმაცია, რომლის გაცემაც არ შეიძლება და სწორედ, ამის გამო  განაცხადა უარი სამგორის საარჩევნო კომისიამ. 

სასამართლო დავები გრძელდება, თუმცა, დღემდე მიღებული გადაწყვეტილებები მხოლოდ ცენტრალური საარჩევნო კომისიის სასარგებლოდ მოხდა. 

მსგავსი სიახლეები