“ეს ბოლო შანსია ქვეყნისთვის, რომელიც ახლა ბეწვის ხიდზე გადის“ - აქციას სამოქალაქო საზოგადოების წევრებიც უერთდებიან

04.11.24 13:45
“ეს ბოლო შანსია ქვეყნისთვის, რომელიც ახლა ბეწვის ხიდზე გადის“ - აქციას სამოქალაქო საზოგადოების წევრებიც უერთდებიან

საქართველოს მოქალაქეები ივანიშვილის რეჟიმს 26  ოქტომბრის არჩევნების შედეგების გააბათილებას და ახალი არჩევნების დანიშვნას მოსთხოვენ.

აქციას, რომელის დედაქალაქის მთავარ გამზირზე 19:00 საათზე დაიწყება, სამოქალაქო საზოგადოების წევრებიც უერთდებიან.

მათი თქმით, “ეს ბოლო შანსია ქვყნისთვის, რომელიც ახლა ბეწვის ხიდზე გადის და მეორე შანსი აღარ გვექნება.“

ჩვენ ახლა ბეწვის ხიდზე გავდივართ, მეორე შანსი აღარ გვექნება, ეს ბოლო შანსია, რომ ქვეყანა შევინარჩუნოთ. დასავლეთის მხარდაჭერის, დახმარების და გვერდში დგომის გარეშე, ჩვენ ვართ დაუცველი ბატკანი უღრან ტყეში. ძალიან კრიტიკულ მდგომარეობაში ვართ და ჩვენ ახლა გონს უნდა მოვეგოთ, ერთმანეთს მხარში დავუდგეთ და მაქსიმალური გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქვეყანა გადავარჩინოთ“, - განაცხადა მსახიობმა, ირაკლი აფაქიძემ

საქართველოს ბედი რუსთაველზე ბევრჯერ გადაწყვეტილა, როგორც წაღმა, ასევე, სამწუხაროდ, უკუღმა. ახლა უწევს წაღმა გადაწყვეტა, უნდა ვიყოთ ძალიან ბევრნი. არეულობას ქვეყანაში იწვევს ხელისუფლებაში მყოფი ძალის არასწორი ქმედებები და არა თავისუფლების მოყვარული შეკრებილი ხალხი, ამიტომ ჩვენ თუ ვიქნებით ძალიან, ძალიან ბევრნი და სწორად განვითარდება მოვლენები, მშვიდობიან გამარჯვებაში დარწმუნებული ვარ“,- განაცხადა გია ჭანტურიამ.

რამდენიმე საათი საპროტესტო აქციიის დაწყებამდე - ახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით, ხალხი დღეს, 19:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე უწყეტ პროტესტს იწყებს.

ოპოზიცია პარლამენტთან მსვლელობით სხვადასხვა ადგილიდან მივა - ერთ-ერთი ლოკაცია სადგურის მოედანია.

მსგავსი სიახლეები