დაირღვა თუ არა ხმის მიცემის ფარულობა? - თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს
დაირღვა თუ არა ხმის მიცემის ფარულობა? - თეთრიწყაროში სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დარბაზში განთავსებულია სატესტო ხმის მთვლელი აპარატი და მარკირების აპარატი, ეს ყველაფერი კი იმისთვის გახდა საჭირო, რომ თვალსაჩინო გახდეს, რამდენად ირღვეოდა და საერთოდ ირღვეოდა თუ არა ხმის ფარულობა არჩევნების პროცესში.
მოსამართლე საკუთარი თვალით ნახავს, როგორ ხვდება ბიულეტენი ხმის მთვლელ აპარატში და ასევე ნახავს, მეორე მხარეს არის თუ არა გამოჟონილი მელანი, რაზედაც აპელირებს საია და ამტკიცებს, რომ ხმის მიცემის ფარულობის დარღვევას სისტემური ხასიათი ჰქონდა.
საია დარწმუნებულია, რომ ბიულეტენების გახსნით, დაამტკიცებენ იმას, რასაც 24 სასამართლოში ცდილობდნენ. ამისთვის კი აუციელბელია, რომ კარგად ნახოს მტკიცებულებები მოსამართლემ და აღიქვას რამდენად სისტემური იყო ეს დარღვევები.
ჩვენ წარმოდგანელი გვქონდა როგორც მტკიცებულებები, ასევე შუამდგომლობები იმასთან დაკავშირებით, რომ მომხდარიყო ბიულეტენების დათვალიერება, რამდენად ფიქსირდებოდა ფარულობის დარღვევა. შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა მოსამართლემ. 25-ე და 26-ე საარჩევნო კომისიებს დაევალათ პროცესზე 3-3 უბვნის ბიულეტენები წარმოადგინონ, რატა ადგილზე მოხდეს გამოვლენილი, რამდენად იქნება დაცული ხმის ფარულობა,“- განაცხადა საიას წარმოამდგენელმა.
რაც შეეხება საოლქო კომისიებს - ისინი ვერ უარყოფენ, რომ ბიულეტენების მეორე მხარეს შესაძლოა, მელანი ჟონავდეს, თუმცა აცხადებენ, რომ ეს ალბათ ერთეულ შემთხვევაში მოხდა.
“ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს ყველა შემთხვევა. სასამართლო ტარდება იმისთვის, რომ კონკრეტულ მტკიცებულებებზე იყოს საუბარი“, - აცხადებს საოლქო კომისიის წარმომადგენელი.
შეგახენებთ, რომ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო, ბოლო სასამართლოა, სადაც საიას სარჩელი განიხილება, 23 სასამართლომ მათი სარჩელები არ დააკმაყოფილა და მოსამართლეებმა დაადგინეს, რომ ხმის მიცემის ფარულობა არ დარღვეულა.