"ოცნებამ" ოქტომბერში ტრანსპორტის დაქირავებისთვის 251 ათას ლარზე მეტი გადაიხადა
"ოცნებამ" ოქტომბერში ტრანსპორტის დაქირავებისთვის ₾251 ათასზე მეტი გადაიხადა, - ამის შესახებ გამოცემა bm.ge წერს.
გამოცემის ინფორმაციით, "ოცნებამ" ჯამურად 258 ავტომობილი დაიქირავა.
პოლიტიკური ფინანსური მონიტორინგის შედეგების მიხედვით, მმართველმა გუნდმა 8 ოქტომბრიდან 26 ოქტომბრის ჩათვლით ავტობუსებისა და მიკროავტობუსების იჯარაში 251 493 ლარი გადაიხადა.
დოკუმენტაციის მიხედვით, 1 ავტომობილის დაქირავების ფასი 765 ლარიდან 1020 ლარამდე იყო. "ოცნებამ" ჯამურად 258 ავტომობილი დაიქირავა. ხელშეკრულების ზუსტი დრო დოკუმენტში ასახული არ არის.
ცნობისთვის, 1-ელი იანვრიდან 26 აგვისტოს ჩათვლით ავტობუსებისა და მიკროავტობუსების იჯარაში 418 225 ლარი გადაიხადა“, - წერს გამოცემა.