პარლამენტის ეზოში სპეცრაზმისა და საპოლიციო ძალების მობილიზებაა
პარლამენტის ეზოში სპეცრაზმისა და საპოლიციო ძალების მობილიზებაა. კადრებში, რომელიც "პირველებმა" გადაიღო, ნიღბიანი ძალოვანების გარდა, ორი ავტობუსიც ჩანს, რომლებიც ასევე სამართალდამცველებით არის სავსე. პოლიციელების ნაწილმა საკანონდემლო ორგანოში გადაინაცვლა.
აღსანიაშნავია, რომ მომენტისტვის პარლამენტის შენობა ცარიელია, იქ არ იმყოფებიან დეპუტატები. ადგილზე არ არიან არც მედიის წარმომადგენლები.
ფართომასშტაბიანი აქციის დაწყებამდე, საპოლიციო ძალების მობილიზება ხდება.
შეგახსენებთ, რომ 19:00 საათზე, პარლამეტის წინ საპროტესტო აქციაა დაგეგმილი.
აქცია, რომელზედაც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს გააპროტესტებენ, ოპოზიციის ლიდერებმა რამდენიმე დღის წინ დაანონსეს.
გაყალბებული არჩევნების გასაპროტესტებლად ათი ათასობით მოქალაქე დღეს აქციაზე გამოდის. არჩევნების შედეგების გაუქმება და ახალი არჩევნების დანიშვნა - ეს ხალხის მთავარი მოთხოვნაა. მოქალაქეები სწორედ აქციაზე გაიგებენ ოპოზიციის გრძელვადიან გეგმას, რომელიც ახალი არჩევნების ჩასანიშნად კოორდინირებულ ბრძოლას გულისხმობს.
აქციამდე, 17:00 საათზე საპროტესტო მარში გაიმართება, რომელიც სადგურის მოედანზე დაიწყება და შეკრებილი პოლიტიკოსები და საზოგადოება, მსვლელობით პარალემნტის წინ აქციას შეუერთდებიან.