თბილისში საპროტესტო მსვლელობა იწყება

04.11.24 17:00
თბილისში საპროტესტო მსვლელობა იწყება

თბილისში, ამ წუთებში, მსვლელობისთვის ემზადებიან - ოპოზიციური პარტიების წევრები და მათი მხარდამჭერები სადგურის მოედანზე იკრიბებიან. ყველა ერთად დღეს  გაყალბებული არჩევნების შედეგების გაუქმებას და ახალი არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ.

საქართველოს და ევროკავშირის დროშებით ხელში მსვლელობა რუსთაველის გამზირზე დასრულდება. პარლამენტის შენობასთან სცენა უკვე დამონტაჟებულია. აქციააა ზუსტად 19:00 საათზე დაიწყება. ტრიბუნას ოპოზიციონერი პოლიტიკოსები დაიკავებენ და აქციაზე მისულ საზოგადოებას სამოქმედო გეგმას გააცნობენ.

სრულად მიიტაცა ძალაუფლება ივანიშვილმა და ეს არის უჩვეულო გარემო, ყველა თავმოყვარე ქართველს ევალება საკუთარი ხმა დაიცვას. ვინც აქ ვერ შემოგვიერთდება, მოვიდეს პარლამენტის წინ. მე ქართველი ხალხის ღირსების დაცვის იმედი მაქვს. ძალიან დამძიმებული გულებითაა აქ ხალხი მოსული, რადგან მათი ხმა არ ისმის. ყველამ ვიცით, რომ ჩვენ ვართ უმრავლესობა და არა ის რუსული აკრტელი, რომელიც დრე საქართველოს მართავს“, - განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.

სამოქალაქო აქტივისტის, ნიკა ფარულავას განცხადებით, პროტესტს დეცენტრალიაზცია და მეტი გაშლა სჭირდება, რათა ხელისუფლებამ იგრძნოს ის დისკომფორტი, რომელიც მას ეკუთვნის.

“მათ არა თუ წაგვართვეს არჩევანის გამოხატვის თავისუფლება, არამედ ევროპული მომავალი. ეს ქალაქი გამარჯვების და წინააღმდეგობის ქალაქია“, - განაცხადა მან.

კონკრეტული გეგმა არის დაურაალვი პროტესტი, არ დავიღალოთ მთავარია და შედეგს დავდებთ, მე ამის მჯერა. თბილისში განწყობა ოპოზიციურია და მჯერა, რომ მთელი თბილისი გამოვა და ხმამაღლა გააპროტესეტებს ამ მოპარულ არჩეევნებს“, - ამბობს სამოქალაქო აქტივისტი.

 

მსგავსი სიახლეები