"მადლობა სიმართლისთვის" - წარწერა თეთრიწყაროს სასამართლოს კედელზე
"მადლობა სიმართლისთვის" - მსგავსი შინაარსის წერილი თეთრიწყაროს სასამართლოს კედელზე მოქალაქეებმა დატოვეს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოში საიას სარჩელთან დაკავშირებით პროცესი გაიმართა. მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ პრეცედენტული გადაწყვეტილება გამოიტანა და თქვა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე ხმის ფარულობა ნამდვილად დარღვეული იყო. მოსამართლემ სხდომაზე ექსპერიმენტიც ჩაატარა, ბიულეტენი გააფერადა და ელექტრონულ აპარატში შეაცურა. ამგვარად, ორ მუცინიპალიტეტის 30 უბნის შედეგები ბათილად იქნა ცნობილი.
მსგავსი სიახლეები
29.10.26 18:06
ლაითურის ციხეში პოლიციას ელოდებიან - ადვოკატის თქმით, პატიმრის შესაძლო გაუპატიურების საქმის მოწმესთან შეხვედრის ჩანაწერებს არ აძლევენ
ლაითურის ციხეში, პატიმარ გიორგი დავითაძის ადვოკატი იმ მსჯავრდებულთან იყო შესული, რომელიც ამტკიცებს, რომ პატიმრის გაუპატიურების საქმის ოქროს მოწმეა